რეზონანსი
25.03.2020

კუს ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას კუს ტბის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გაგრძელდება.

„ჩვენი, როგორც კუს ტბის ადმინისტრაციის მიერ სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას.

იმის გამო, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კუს ტბამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და კვლავ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში, მიუდგეთ დღევანდელ სიტუაციას პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის", - ნათქვამია კუს ტბის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×