რეზონანსი
25.03.2020

კვლევების შედეგად არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული, როდესაც ორსულმა დედამ, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, ვირუსი ნაყოფს გადასდო, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„ჩინეთში ორსულებთან დაკავშირებით დაკვირვების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. ყველა პუბლიკაცია, რომელიც არსებობს იმაზე, რომ ნაყოფი შეიძლება იყოს თუ არა ინფიცირებული, მიუთითებს, რომ კორონავირუსი ამ გზით არ ვრცელდება. არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული, როდესაც ორსულმა დედამ, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსი, ვირუსი ახალშობილს გადასდო. პუბლიკაციები ამ მხრივ ცოტაა, რადგან დაავადებული ორსულის რიცხვი არ იყო ბევრი, მაგრამ ის ინფორმაცია, რაზეც კვლევებია ჩატარებული, მკაფიოდ მიუთითებს, რომ კორონავირუსი დედისაგან ბავშვს არ გადაეცემა. ეს ძალიან კარგი და პოზიტიურია", - აღნიშნა ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×