რეზონანსი
25.03.2020

ქართული ეკლესიის დეკანოზს კორონავირუსი დაუდგინა. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამრიკისა და კანადის ეპისკოპოსი საბა ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, დეკანოზის ინფიცირების წყაროდ იქცხა უცხოელი, რომელსაც სასულიერო პირთან შეხება ჰქონდა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეპარქიის მრევლი, ყველა ვისაც დეკანოზთან შეხება ჰქონდა უკვე ინფორმირებულია.

მისივე თქმით დეკანოზს ბოლო დროს მსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია და მას ქართველ მრევლთან შეხება არ ჰოქნია. „შეხება ჰქონდა როგორც დავადგინეთ უცხოელთან, ქართველებთან არ ჰქონია შეხება თუმცა, ჩვენ მაინც გავაფრთხილეთ მრევლი" - განუცხადა მიტროპოლიტმა „მთავარს".

ქართველი სასულიერო პირი ამერიკაში სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მისი მდგომარეობა მსუბუქია და შესაბამისად, მედიკოსებს მხოლოს იმ შემთხვევაში გადაჰყავთ კლინიკაში, როცა პაციენტს მაღალი ტემპერატუა და სუნთქვის უკმარისობა აქვს.

ცნობისათვის, დეკანოს კორომავირუსი ორი დღის წინ დაუდგინდა. ეს არის პირველი შემთხვევა როცა ქართველი სასულიერო პირი კორონავირუსით დაავდდა.

“ნიუპოსტი“

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×