რეზონანსი
26.03.2020

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 20 000 ადამიანს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე დიდი მსხვერპლი იტალიაშია, სადაც ვირუსის შედეგად 7500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ამ მაჩვენებლით ესპანეთმა ჩინეთი ჩამოიტოვა.

2000-ზ მეტი ადამიანი დაიღუპა ირანში, ათასზე მეტი საფრანგეთში. ათასს უახლოვდება დაღუპულთა რიცხვი აშშ-შიც.

საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 450 ათასს აჭარბებს. მათგან 110 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, მილიარდობით ადამიანს შეზღუდვები აქვს დაწესებული. კარანტინის რეჟიმი მოქმედებს იტალიაში, დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, ისრაელში, აშშ-ის რამდენიმე შტატში, ასევე ინდოეთში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×