რეზონანსი
26.03.2020

სახლში რთულია ვარჯიში, შეიძლება იატაკი ჩაიმტვრეს, - ამის შესახებ „იმედის დილის" ეთერში ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე საუბრობს.

„ამ ეტაპზე რაიონში ვიმყოფები და აქ მიწევს ვარჯიში. ვცდილობ, ოპტიმალურ ფორმაში ვიყო. მოგეხსენებათ, რთულ სიტუაციაში ვართ, თუმცა განწყობა ნორმალურია.

ვცდილობ, გარკვეული ფორმა შევინარჩუნო და არ მოვდუნდე. მჯერა, მალე გაივლის ყველაფერი. წინ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

სახლში ცოტა რთულია ვარჯიში და ამხელა სიმძიმეების აწევა. შესაძლოა, სიმძიმის დაგდებაზე დაგდებაზე იატაკი ჩაიმტვრეს. თუმცა, ვთვლი, მაქვს ის პირობები, რომ გარკვეული ფორმა შევინარჩუნო", - ამბობს ლაშა ტალახაძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×