რეზონანსი
26.03.2020

ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან, - ამის შესახებ „იმედის დილაში" ჩართვისას მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მიუნხენის ერთ-ერთი კლინიკის უფროსმა ქირურგმა, პროფესორმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის შესაქმენლად ტუბინგენის უნივერსიტეტში ერთ-ერთი მეცნიერი აქტიურად მუშაობს და სავარაუდოდ, ვაქცინა სექტემბრისთვის იქნება.

„ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან, ალბათ არა უმეტეს რამდენიმე თვე გვაშორებს. შეიძლება კვირებიც. ვაქცინასთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრებაა: კურავაქიე, ტუბინგენში ძალიან ინტენსიურად მოღვაწეობს ვაქცინის შესაქმნელად. რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში იქნება. თუმცა, შეიძლება გაცილებით ადრე იყოს", - დასძინა გიორგი გრიგოლიამ.

ამასთან, კორონავირუსის გამოწვევებზე საუბრისას მიუნხენში მოღვაწე ქართველი პროფესორი მედპერსონალის კარანტინის რეჟიმში ყოფნის აუცილებლობის საკითხსაც შეეხო.

„მედპერსონალი ნებსით თუ უნებლიეთ შეიძლება აღმოჩნდეს დაავადების გამავრცელებელი, ან თავად დაავადებული. მიმაჩნია, რომ მედპერსონალი კარანტინის სიტუაციაში უნდა გადავიდეს და ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდეს ან საავადმყოფოს შენობაში ან საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრიგადა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს, ის ბრიგადაც უნდა დაიყოს დღის და საღამოს მონაკვეთებად და უნდა არსებობდეს ბრიგადა, რომელიც ორი კვირის შემდეგ შეცვლის ამ პირველ პრიგადას", - განაცხადა გრიგოლიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×