რეზონანსი
26.03.2020

ახლა არ არის პიარის და ქულების დაწერის დრო,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ მოსახლეობისთვის პირბადებიის დარიგებას, რამაც მასობრივი თავყრილობა გამოიწვია.

იმნაძის თქმით, შესაძლებელი იყო პირბადეები კარდაკარის პრინციპით, რამდენიმე ადამიანს დაერიგებინა.

„ახლა არ არის პიარის დრო და ვიღაცამ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლებოდა ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინათ ვიღაც ერთ, ორ ადამიანს და არ გამოიწვიონ მოსახლეობის შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×