რეზონანსი
26.03.2020

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის ბებია- ბაბუასაც კორონავირუსი აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

„დღეს შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ბებიას და ბაბუას აქვს ვირუსი დადასტურებული და ახლა ბავშვსაც დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ბავშვი ფაქტობრივად უსიმპტომოა, მდგომარეობა სტაბილურია. დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა და კვლევები, რაც ამ ვირუსული ინფექციის დროს არის საჭირო",-აცხადებს ინფექციონისტი.

ჟურნალისტებთან მან დაადასტურა, რომ საუბარია ერთ-ერთ სასტუმროზე, სადაც რამდენიმე კვირის წინ შეკრება იყო. არსებული ინფორმაციით, ბებია სასტუმროს თანამშრომელია.

„დადასტურდა რამდენიმე ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობას გადიან. ჩემი ინფორმაციით, ბებია სასტუმროს თანამშრომელია. ამ ეტაპზე ინფიცირებულია ბებია და ბაბუაც. როგორც ინფორმაცია მაქვს, ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ოჯახი თვითიზოლაციაშია. ჩვენს კლინიკაში ამ დროისთვის არის 11 პაციენტი, აქედან არის 5 დადასტურებული შემთხვევა. დღეს მეხუთე დაემატა. დანარჩენი ძველი პაციენტებია, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. პროტოკოლის გათვალისწინებით, მკურნალობა გრძელდება",-აცხადებს ექიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×