რეზონანსი
26.03.2020

ჩინეთი, COVID-19-ის გავრცელებისა და მეორე საფრთხის ტალღის თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საზღვარს კვლავ ჩაკეტავს. ამის შესახებ CNN იუწყება.

უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, ჩინეთის მთავრობა საერთაშორისო ავიამიმოსვლებს შეზღუდავს. ერთი კონკრეტული ქვეყნიდან კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი რეისის განხორციელება იქნება შესაძლებელი.

ქვეყანაში, ვირუსის გავრცელების დღიდან, დაავადდა 81,285 ადამიანი. ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 6 ადამიანი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების პიკი უკვე გადავლილია, თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ ყველა ინფიცირებული პაციენტი ჩინეთში უცხოეთიდან ჩავიდა. მართალია შიდა გავრცელება ამ დრომდე არ ფიქსირდება, თუმცა ეს ზრდის იმის შანსს, რომ ქვეყანაში COVID-19-19-ის მეორე ტალღა გავითარდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×