რეზონანსი
26.03.2020

გვყავს ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები, რომლებიც რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია" განაცხადა.

„ახლა ჩვენ 34 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ამათგან ოთხი ძალიან მძიმეა, საიდანაც ორი კრიტიკულიც კი არის. ერთი გახლავთ ასაკოვანი ქალბატონი, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ისიც ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის პნევმონია აქვს და გარდა ამისა, აქვს სხვა თანმხლები დაავადებებიც, რომლებიც გარკვეულ რისკს ქმნიან. ამდენად, ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები გვყავს. ისინი რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული", - განაცხადა ენდელაძემ.

როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, ბოქსირებულ განყოფილებაში 30 პაციენტია მოთავსებული და მათ შორის, მძიმე პაციენტებიც არიან, მაგრამ ჯერჯერობით, ისინი სარეანიმაციო ღონისძიებებს არ საჭიროებენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×