რეზონანსი
26.03.2020

17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილი, რომელიც აგვისტოში თავში დაჭრეს და ექიმების დიდი ძალისხმევით, სიკვდილს გადაურჩა, დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ერეკლეს გამოჯანმრთელების იმედს გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა იძლევა, თუმცა ამისთვის 145 ათასი ევროა საჭირო. კორონავირუსთან დაკავშირებული ამბების გამო, კლინიკამ მაისამდე ერეკლეს მიღებაზე უარი თქვა, თუმცა მანამდე თანხაა შესაგროვებელი. ამასობაში კი, საქართველოში, კლინიკაში, სადაც ოჯახმა 40 ათასზე მეტი უკვე დახარჯა, ერეკლეს დედის თქმით, უარს ამბობენ თანხის გარეშე ერეკლეს დატოვებაზე და ახალ ნაოპერაციებსს, სახლში უშვებენ.

„ხვალ კუჭს გაუჭრიან და ცხვირიდან კუჭში გადაუტანენ ზონდს. კიდევ ორი ათასი გადამახდევინეს ოპერაციის. ეტლი და ნაწოლების ლეიბი უნდა მეყიდა ამ თანხით. სახლში ატარე ექიმიო. ვიზიტი რა ღირს იცით? ექთანი 100 ლარი ბინაზე, ექიმი 150 ლარი. რასაც ვშოულობდი ამ ხნის მანძილზე, სულ მაგის კლინიკაში მომქონდა და იმასაც არ მიკეთებს, რომ 2 კვირა გააჩეროს და ახალი ნაოპერაციები სახლში არ გაგვატანოს ბავშვი. ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა გადაგვიხადა მკურნალობის ფული და ცოტა ამოვისუნთქეთ, ასევე სრულიად უცნობი ხალხი მეხმარება, როგორც შეუძლიათ. ეს რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა უნდა მექნა. უკვე ყველას ვემუდარები, დამეხმარონ.

კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას ნომერი მომცეს, მითხრეს, ტელევიზიით სულ თანადგომაზე ლაპარაკობს და აუცილებლად დაგეხმარებაო. მივწერე, ვთხოვე, თავის კედელზე პოსტი გაეზიარებიდა, რომ ბევრ ადამიანს ენახა. წაიკითხა, მაგრამ არც კი მიპასუხა. ბექა ოდიშარია რომაა პარლამენტარი, მაგასაც მივწერე ვაიბერით, იცით რა მომწერა, გამგეობაში დაწერეო. არჩილ თალაკვაძიდან დაწყებული კალაძით და გახარიათი დამთავრებული ყველას მობილური მაქვს, მაგრამ ვინ გაქცევს ყურადღებას. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ირმა ინაშვილს, მასაც მივწერე და მეორე დღესვე 300 ლარი ჩამირიცხა. ეხლა ექიმი მეუბნება სახლის გარემოცვა უნდაო და მე სად მაქვს ჟანგბადის აპარატი სატულაციის ან ნაწოლების ლეიბი, ტრახეა რომ ვუწმინდო 500 ლარი ღირს აპარატი. ორ პატარა ნაქირავებ ოთახში უნდა ვიყოთ ყველა, მამა ონკოლოგიური ავადმყოფი",-ამბობს ნინო ჩეკურიშვილი.

​ცნობისთვის, ერეკლე ჩეკურიშვილს 38 წლის მამაკაცმა ქუჩაში ესროლა. დაპირისპირება ძაღლების ჩხუბს მოჰყვა, რადგან ერეკლემ მისი ძაღლი ფეხით მოიგერია. და თავის ძაღლს მოაშორა. დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

დარეკეთ მაგთის, ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებმა: 0901701533

ზარის ღირებულება 1 ლარი

TBC ბანკი:

GE14TB7525245061100076 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი

საქართველოს ბანკი:

GE73BG0000000190588200 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი

ერეკლეს დედის პირადი მობილურის ნომერია: 577 39 18 25.

“ალია“

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×