რეზონანსი
27.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, განაცხადა, რომ ინფექციურში მყოფი 44 პაციენტიდან 11 გაჯანმრთელებული გაეწერა და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა.

თენგის ცერცვაძის განცხადებით, ახლა ინფექციურ კლინიკაში 34 პაციენტი რჩება და მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„ერთი გადაცილებულია 80 წელს, ხოლო ორი გადაცილებულია 60 წელს და მათ აღენიშნებათ მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და მათი მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა ყველაფერი კეთდება მათი სიცოცოხლის გადასარჩენად. გაჩნდა იმედი, რომ ამ სამი საციენტის გადარჩენაც მოხერხდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შედარებით ნაკლებად მძიმე, ან მსუბუქია“, - განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×