რეზონანსი
27.03.2020

„რაც უფრო შორს არის ბიძინა ივანიშვილი, მთავრობა გაცილებით კარგად მუშაობს", - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, პროცესებისგან ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა.

"მთავრობამ მცირე შეცდომები, შესაძლოა, დაუშვა. თუმცა, ამ ეტაპზე მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა, მთავრობამ საკუთარი პასუხისმგებლობა და გადაწვეტილებების ტვირთი იგრძნო, რამაც ის ფუნქციონალური გახადა.

ფაქტს, ივანიშვილის არგამოჩენის შესახებ, მთავრობის მუშაობისთვის ხელი სულაც არ შეუშლია. მეტიც, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა, გარკვეულ ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, ეფექტურად მუშაობს და ჯერჯერობით, პროცესების მართვას ახერხებს.

ბიძინა ივანიშვილი, რაც უფრო შორს არის მთავრობისგან, ხელისუფლება მით უფრო ეფექტური და ფუნქციონალურია. ბიძინა ივანიშვილი, წმინდა პოლიტიკური გაგებით, შესაძლოა, იმიტომ არ ჩანს, რომ გარკვეულ მანევრს ინარჩუნებს. კრიზისის პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ივანიშვილს მანევრი სჭირდება იმისათვის, რომ საჭირების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აქცენტები მთლიანად მასზე არ გადავიდეს. ივანიშვილი მაშინ გამოჩნდება, როცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება პიკს მიაღწევს, ან როცა კორონავირუსის დამარცხებისკენ წავალთ", - ", - განაცხადა ხუხაშვილმა „2020NEWS"-თან საუბარში.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, „ქართული ოცნების" ლიდერი არსად გამოჩენილა. „2020NEWS"-ის ინფორმაციით, იგი ოჯახთან ერთად, საჩხერეში, ჭორვილაში იმყოფება. ჭორვილაშია საფრანგეთიდან დაბრუნებული უტა ივანიშვილიც.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×