რეზონანსი
28.03.2020

82 წლის კაცი გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომელსაც საეჭვო სიმპტომების გარდა, ქრონიკული დაავადებებიც აქვს,- ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაავადებაა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კაცს, რომელიც მაღალი ტემპერატურით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, Covid19 არ დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კახეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 455-დან 360-მდე შემცირდა. 112-მდე გაიზარდა სპეციალისტების მეთვალყურეობის მოხსნის რიცხვი.

რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 9 საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, სადაც 555 მოქალაქე იმყოფება. ამ ეტაპზე ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა გამოვლენილა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×