რეზონანსი
28.03.2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 3 თვის ჩვილი და დაჭრილია ბავშვის დედა.

მკვლელობის ფაქტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული ჩვილის მამამ ჩაიდინა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცი ოჯახთან ერთად, ვეჯინში საჩხერედან ჩავიდა და ცოლის დასთან სტუმრად იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ცოლთან დაპირისპირება მოუვიდა, რა დროსაც მან ბავშვი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×