რეზონანსი
28.03.2020

სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას მედიკოსები ადასტურებენ.

ქალს ცივი იარაღით გულ-მკრედის არეში ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ახლა ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

რაც შეეხება 24 წლის სავარაუდო ბრალდებულ ივანე ნოზაძეს, ის გურჯაანის „ჯეო-ჰოსპიტალის" საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა. კაცმა შემთხვევის შემდეგ თვითდაზიანებები მკერდის არეში მიიყენა.

მკვლელობა დღეს დილით მოხდა. კაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ცოლი იმავე იარაღით დაჭრა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ივანე ნოზაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×