რეზონანსი
29.03.2020

გურჯაანის საავადმყოფოში მოთავსებული, ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.

ექიმის თქმით, ქალის მდგომარეობა მძიმეა და მართვის სუნთქვაზე იმყოფება. ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული სავარაუდო ბრალდებული. 24 წლის ივანე ნოზაძემ, ცოლის დაჭრისა და შვილის მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ფილტვზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს საღამოს ან ხვალ დილით წაუყენებენ.

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გუშინ მოხდა. ახალგაზრდა კაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილი მოკლა შემდეგ კი ცოლი დაჭრა. პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×