რეზონანსი
29.03.2020

ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, კორონავირუსის მთელმსოფლიოში გავრცელებას ორი მხარე აქვს, ერთი არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე სულიერი.

მისივე თქმით, არაერთი ქვეყნის პოლიტიკოსი დღეს სინანულზე საუბრობს.

„ჩვენ ვხედავთ დღეს, არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამართლმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან და სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა, ხომ არ შევცოდეთ ჩვენ?! საჯაროდ ინანიებენ, საჯაროდ ასახელებენ ამ ცოდვებს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა. იცით, რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს? - ორი შრე აქვს ამ მოვლენის ახსნას - ერთი მატერიალური, ფიზიოლოიური და მეორე არის სულიერი. ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ სულიერზე არ ნიშნავს, რომ გამორიცხო მატერიალური მიდგომა და არ გაითვალსიწინო ის რჩევები, რასაც ექიმები ამბობენ. ორივე უნდ იყოს, რომ ჩვენ ავმაღლდეთ და მივიღოთ წყალობა და მადლი. მხოლოდ ეს გააჩერებს განგვკურნავს ჩვენ და ამას შეუძლია შეაჩეროს ასეთი დიდი გამოვლინება ამ დაავადებისა - ჩვენი სინანული, უფალთან მობრუნება და მისადმი ლოცვა", - განაცხადა მეუფე შიომ. მისივე თქმით, „უფალს დღეს ჩვენი განკურნებაც უნდა, ჩვენი მობრუნებაც უნდა". „ვუყვარვართ უფალს ძლიერ და ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ. მიუხედავად ჩვენი მცირე სარწმუნოებისა არ უნდა დავეჭვდეთ მასში, უნდა მივეახლოთ მას და ვილოცოთ უფლის წინაშე", - განაცხადა მეუფე შიომ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×