რეზონანსი
29.03.2020

ჩინეთში, საზღვარგარეთიდან შეტანილი კორონავირუსის შემთხვევები ზრდის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ეპიდემიის ახალ ტალღაში მოექცევა, - ამის შესახებ ეროვნული ჯანდაცვის კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.

„ჩინეთში უკვე დაფიქსირდა საზღვარგარეთიდან შემოსული კორონავირუსის საერთო ჯამში 693 შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის ახალი რაუნდის შესაძლებლობა შედარებით დიდია", - განაცხადა ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა მი ფენმა.

კვირას, ჩინეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი, გარდა ერთისა, ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შესულ პაციენტებს აღმოაჩნდათ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×