რეზონანსი
29.03.2020

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რომ ახალი ვირუსი, ჰაერით არ გადადის.

ჯანმოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსი ძირითადად გადადის დაინფიცირებული ადამიანისგან მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს და ვირუსის წვეთები გამოიყოფა. ეს ვირუსის წვეთები საკმაოდ მძიმეა იმისთვის, რომ ჰაერში გაჩერდეს - "ისინი მალევე ეცემიან იატაკზე ან ზედაპირებზე".

ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩასუნთქვით ადამიანის კორონავირუსით დაინფიცირება შეიძლება მაშინ, როდესაც Covid-19-ით დაავადებულ ადამიანთან 1 მეტრის მანძილზე იმყოფება ან ვირუსით დაბინძურებულ რაიმე ზედაპირს ეხება და შემდეგ დაუბანელი ხელით თვალებს, ცხვირს ან პირს ეხება.

"თავდაცვისთვის, სხვებისგან, სულ მცირე, 1 მეტრის დისტანცია დაიჭირეთ, დეზინფექცია გაუკეთეთ იმ ზედაპირებს, რომლებსაც ხშრად ეხებით. რეგულარულად, კარგად დაიბანეთ ხელები და თავი აარიდეთ თვალებთან, პირთან და ცხვირთან შეხებას," - ვკითხულობთ ჯანმო-ს განცხადებაში, რომელი გუშინ, 28 მარტს გავრცელდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×