რეზონანსი
29.03.2020

ექიმი, ინგა მამუჩაშვილი იმ სტატისტიკას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ევროპაში მცხოვრები ქართველები კორონავირუსით არ ინფიცირდებიან ან სხვასთან შედარებით, გაცილებით მარტივად გადააქვთ ეს მძიმე დაავადება. სანამ მსოფლიო პანდემია ჩაივლის და მეცნიერები ამ  და სხვა საკითხების კვლევას შეუდგებიან, სამედიცინო წრეებში რამდენიმე ჰიპოთეზა მუსირებს, ერთ-ერთი კი საბჭოთა კავშირში ჩატარებულ საყოველთაო აცრას უკავშირდება

ერთი ინფორმაცია და მოსაზრება უნდა მოგაწოდოთ, რომელიც ძალიან ყურადსაღები და დასაფიქრებელია…. საქმე იმაშია, რომ უამრავი ჩვენი თანამემამულე ემიგრანტი ევროპაში (ამ შემთხვევაში იტალია, ესპანეთს ვესაუბრები და იქიდან მაქვს ეს ინფორმაცია) მუშაობს ოჯახებში და უვლის ხანდაზმული ასაკის ხალხს, მათ შორის ძალიან ბევრი მოხუცი (იტალია გამოირჩევა ძალიან ხანდაზმულ ადამიანთა სიმრავლით ევროპაში,რომელთაგან უმეტესობას კომორბიდული ფონი აქვთ) გარდაიცვალა COVID-19-ით, თუმცა არც ერთი მომვლელი, ემიგრანტი ქალბატონი, რომელთა ასაკი მერყეობს ძირითადად 40-დან 65 წლამდე არ დასნებოვნებულა კორონავირუსული ინფექციით, ან გადაიტანა ინფექცია შედარებით იოლ ფორმებში, სეზონური გრიპის კლინიკით მაშინ, როცა ამ ასაკის ძალიან ბევრი მედიკოსი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, მყისიერად დაინფიცირდა…

თქვენ იცით ვინმე ინფიცირებული ჩვენი თანამემამულე?

იტალიის სამედიცინო საზოგადოება თვითონ გაოგნებულია ამ ფაქტით!!!

ჰიპოთეზის დონეზე დღეს ევროპაში ბევრი მეცნიერი თვლის,რომ ეს ფაქტი უკავშირდება საბჭოთა პერიოდში მასობრივი ვაქცინაციის ჩატარებას და განსაკუთრებით ფიქრობენ - ბცჟ - ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაზე (მაშინ, როცა არც ევროპაში და არც ამერიკაში ეს ვაქცინაცია არ ტარდებოდა და კიცხავდნენ კიდეც СССР-ს საყოველთაო აცრების გამო, ფაქტია, რომ ეს ყველა ქალბატონი ბცჟ-თი ვაქცინირებულია) შეიძლება კიდევ სხვა მიზეზი არსებობს, ჯერ შესასწავლია,მაგრამ უდაოდ საინტერესოა, ძალიან საინტერესო… ჩავაგდებ ოფიციალური დონის სტატიასაც, სადაც გაჟღერებულია ეს აზრიც, ფაქტია, რომ ევროპაში მეცნიერები დაინტერესებულები არიან ამ საკითხით…” – წერს ექიმი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×