რეზონანსი
29.03.2020

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველოს კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, როდესაც შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.

როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში არ დაფიქსირდეს შემთხვევათა ნახტომისებური მატება.

ამ რეგიონში ამ ეტაპისთვის, შედარებით, არ არის შემთხვევების დიდი რაოდენობა, მაგრამ უკვე ყველა ქვეყანაში, რომლის გამოცდილებასაც ჩვენ ვსწავლობთ, დადასტურების პირველი შემთხვევიდან მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კვირა ხდება გარკვეულად ძალიან საფრთხილო და საგანგაშო და უკვე როდესაც ფიქსირდება ქვეყანაში შიდა გავრცელების შემთხვევა, ეს არის უკვე განგაშის სიგნალი, ამიტომ გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, რომ ჩვენთვის მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შემთხვევის მატება. შემთხვევების მატება რომ გვექნება, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ვცდილობთ, როგორმე არ იყოს ნახტომისებური მატება. ჩვენ გვაქვს დღეში ვთქვათ ხუთი, შვიდი, ათი შემთხვევა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა უძლებს, უვლის ამ ადამიანებს და საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილობრი ლეტალური შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×