რეზონანსი
30.03.2020

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა რეალურად იმაზე მეტია, ვიდრე დარეგისტრირებულია.

„ხვდებით თქვენ, რომელი ქვეყნებია ეს, რომელსაც ჯანმო უბრალოდ არ ენდობა, მათ რიცხვებს არ მიიჩნევს მისაღებად, რადგან ისინი ან ტყუიან, ან ვერ აკეთებენ ტესტებს. ჩვენ რომელს ვშვებით, ვტყუით თუ ვერ ვაკეთებთ ტესტებს? ვერ ვაკეთებთ ტესტებს, გამორიცხულია, რადგან მეოთხე ქვეყანა ვიყავით ევროპაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ლუგარის ლაბორატორიას მისცა ყველაზე უკეთესი ტესტები და შემდეგ ლუგარმა ჩვენ მოგვცა. ჩვენც ვაკეთებთ ახლა ამას, ჩვენ და ლუგარი და არ მახსოვს ჯერ ერთი შეცდომაც კი. მერე ხომ გამოვლინდება, ის შეცდომა, ხომ თავს იჩენს, ასე არ არის, შენ რომ შეგეშალოს, ის მერე თავს იჩენს, დამძიმდება, ან რაღაც მოხდება, ან სხვაგან გაიკეთებს ტესტს და გამოვლინდება. ერთი შეცდომა არ მომხდარა, თან ორჯერ, სამჯერ ვამოწმებთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, გამორიცხულია, რომ ტესტები ცუდი პროტოკოლით კეთდება.

„ცუდად აკეთებენ, გამორიცხულია. ცუდი პროტოკოლი რას ჰქვია. ყველა, ვინც კი არის, თუ პროტოკოლში იმას გულისხმობს, რა კონტინგენტს ვუკეთებთ, ამაზე ზუსტი პროტოკოლი არ შეიძლება. ვუკეთებთ ყველას, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომატიკა – ტემპერატურის მომატება, ხველა და ა.შ. უფრო მეტიც, პირადად ჩვენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ამირანისა და პაატას ინიციატივით, გამოვიჩინეთ თავხედობა, სითამამე და ჯანმოს ინსტრუქციიდან ამოვიღეთ ტემპერატურის ცნება. იქ წერია, რომ შესაძლო შემთხვევად რომ ჩათვალონ, 38 და მეტი ტემპერატურა უნდა გქონდეს, ამან დაღუპა იტალია და ჩვენ რომ ეს ამოვიღეთ, ამით დაბალსიმპტომიანი და დაბალტემპერატურიანი ხალხი გამოვავლინეთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, გაკეთებული ანალიზი რამდენიმე ადგილზე ფიქსირდება, ამდენად, დამალვა გამორიცხულია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×