რეზონანსი
30.03.2020

ქართველი ექიმი, ნინო ქავთარაძე, რომელიც ამერიკაში დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ამბობს, ტესტირება შემთხვევით ჩაიტარა, პაციენტი, რომელიც უნდა მისულიყო ანალიზის ასაღებად – არ მივიდა და მან და მისმა კოლეგამ გადაწყვიტეს, თავისი თავისთვის ჩაეტარებინათ ტესტები. ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

როგორც თავად ჰყვება, სიმპტომები არა აქვს, რამდენიმე დღის წინ თავი სტკიოდა და ერთი-ორჯერ მსუბუქად წამოახველა. ახლა თავს კარგად გრძნობს და ცდილობს მასთან შეხებაში მყოფი ყველა პირი გაიხსენოს და გააფრთხილოს.

„გამარჯობათ, მე ნინო ქავთარაძე ვარ, ამ წუთას გავიგე რომ ტესტი კორონავირუსზე დადებითია.

რაც შეეხება სიმპტომებს, ორი ან სამი დღის წინ თავი მტკიოდა, მაგრამ ემ თავის ტკივილი დავაბრალე ნერვიულობას და დიდი ყურადღება არ მივაქციე, სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ერთადერთი გუშინწინ იყო, რომ თავს ვერ ვწევდი“, – განაცხადა ვიდეომიმართვაში ქავთარაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×