რეზონანსი
30.03.2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექი და ქარია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში 12-17 გრადუსზე დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 30 მარტს წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. 31 მარტს კი, უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი იქნება. ამასთან, პირველ და 2 აპრილს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი - 15-17 გრადუსი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×