რეზონანსი
01.04.2020

თუ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, მაგრამ მარტის კომუნალურების გადასახადი წინასწარ გაქვთ გადახდილი, საბიუჯეტო სუბსიიდით მაინც ისარგებლებთ.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში- სრულად დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.

იმის გადასამოწმებლად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება შეეხებოდა თუ არა იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურების საფასური წინასწარ აქვთ გადახდილი, ნეტგაზეთი "თელასს", "თბილისი ენერჯის" და "სოკარ ჯორჯია გაზს" დაუკავშირდა.

სამივე კომპანიაში ამბობენ, რომ თუ გახარჯული ენერგია 200 კუბურ მეტრს და 200 კილოვატს არ აღემატებოდა, მარტში უკვე გადახდილი თანხა მომხმარებლის ბალანსზე დაუფიქსირდება, ის მთავრობის სუბსიდიით დაიფარება და სხვა დროს გამოექვითება გადასახადს. ანუ სუბსიდიით იმ შემთხვევაშიც ისარგებლებთ, თუ მარტში კომუნალურები უკვე გადაიხადეთ.

წყარო: ნეტგაზეთი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×