რეზონანსი
01.04.2020

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტროლს 24 საათიან რეჟიმში განახორციელებს.

პოლიცია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად დაეხმარებიან.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×