რეზონანსი
01.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ 3 პაციენტი, რომელთა მდგონმარეობა მძიმე იყო დასტაბილურდა. მისივე თქმით, პაციენტიდან, რომლებიც ინფექციურ კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას უმეტესობის მდგომარობა საშუალო სიმძიმსაა.

"შემიძლია ვთვქა, რომ 2 კრიტიკულად მძიმე პაციენტის მდგომარეობა დილის შემდეგ არ შეცვლილა. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია. აქედან გამომდინარე შეუძლებელია მათი მდგომარეობის პროგნოზირება. დანარჩენი სამი პაციენტისმდგომარეობა დასტაბილურდა, გუშნდენლი პაციენტი, რომელიც დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავიყვანეთ მისი მდგომარეობა დღეს უკვე სტაბილურია, იმედია ხვალ კიდევ გაუმჯობესდება. დანარჩენი 33 პაციენტების მდგომარეობა მეტ-ნაკლები სიმძიმისაა, უმეტესობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, რამოდენიმე კი საშუალო სიმძიმის პნებვმონიით არის მოთავსებული", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×