რეზონანსი
01.04.2020

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 900 000-ს აჭარბებს. უფრო კონკრეტულად კი, Worldometers-ის მონაცემებით, გლობალურად ახალი ვირუსით ინფიცირებულია 903 560 ადამიანი.

ვირუსს ემსხვერპლა 45 320 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 190 660 ადამიანი.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში, სადაც დაინფიცირდა 200 269 ადამიანი. აშშ-ის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა იტალიაში - 110,574, შემდეგ კი ესპანეთში - 102,136. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს იტალიას, ესპანეთს, აშშ-ს, საფრანგეთსა და ჩინეთს. ამ დროისათვის კოროანვირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა 95%-ის მდგომარეობა სტაბილურია, 5%-ის კი მძიმე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×