რეზონანსი
01.04.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტი, 62 წლის ქალი სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს.

მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია და არც ერთი მათგანი არ დამძიმებულა.

ამასთან, ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსისით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვა.

„18 პაციენტი გვყავს. ერთი გავწერეთ. კორონავირუსით ინფიცირებული სულ პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც ძალიან გვახარებს. წავიდა გამოჯანმრთელებული ბინაზე. დღეს კიდევ ორი ტესტი ავიღეთ შემდეგ ორ პაციენტზე. ვნახოთ, პასუხი ჯერ არ არის და ხვალ გადავიმეორებთ. უარყოფითი შედეგი თუ იქნება, კიდევ ორი გამოჯანმრთელებული დაგვემატება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იცით, 62 წლის პაციენტი მოეხსნა აპარატიდან. არც ერთი პაციენტი არ დამძიმებულა", - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×