რეზონანსი
02.04.2020

კორონავირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა, - ამის შესახებ, ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ავრცელებს.

"მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში. თქვენთვის კარგად ცნობილი, ნიუ-იორკში მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა. ვისთან ჰქონდა შეხება.

მინდა გითხრათ, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას," - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×