რეზონანსი
02.04.2020

კორონავირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს-ნოემბერში წარმოიქმნა და დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივი მუტაციების შედეგი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს" ეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძეს ჰკითხეს, სჯერა თუ არა მას შეთქმულების თეორიის, რომ არსებობენ კლანები, ჯგუფები, ოჯახები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსოფლიოში საპენსიო ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების რიცხვის შემცირებით, რადგან ეს ადამიანები სახელმწიფოებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის მძიმე ფინანსურ წნეხს წარმოადგენენ.

პაატა იმნაძის განცხადებით, მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას ძალიან იოლად შეუძლია იმის დადგენა, რომ ცვლილება მიკროორგანიზმში ეს არის ხელოვნურად ჩასმული ან ამოღებული გენი, თუ ეს არის ბუნებრივი მუტაციის შედეგი.

„ხუმრობის ხასიათზე ნუ დამაყენებთ, რადგან სიტუაცია მთლად სახუმარო არ არის. მსოფლიოს მმართველი კლასის უმრავლესობის ასაკი სწორედ ის არის, რომელიც რისკის ქვეშაა. მესმის, ეს არის შეთქმულების თეორიები. სხვათა შორის ინგლისმაც, ბატონმა ბორის ჯონსონმაც, შეცვალა ახლა ტაქტიკა. მე მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით ვმსჯელობ. მეცნიერული ფაქტი არის ერთი - შესწავლილია, ვირუსის სიკვენსი გაკეთებულია. ანუ, ამ ვირუსის თანმიმდევრობა გაშიფრულია. დადგენილია, რა სიხშირით ხდება იქ მუტაციები. ეს გამოაქვეყნეს ამ დარგში მსოფლიოში წამყვანმა მოლეკულურმა ბიოლოგებმა, რომლებიც ამ მეცნიერებაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები არიან. მათ სიტყვას ყველაზე დიდი ფასი აქვს. ეს ვირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს-ნოემბერში წარმოიქმნა. ესეც გამოთვლილია და ამ სეკვენირების საშუალებით დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივად მოხდენილი მუტაციები. მოლეკულურ ბიოლოგიას, მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას ძალიან იოლად შეუძლია იმის დადგენა, რომ ცვლილება მიკროორგანიზმში ეს არის ხელოვნურად ჩასმული ან ამოღებული გენი, თუ ეს რის ბუნებრივი მუტაციის შედეგი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×