რეზონანსი
02.04.2020

შენჯენი ჩინეთის პირველი ქალაქი გახდა, სადაც კატების და ძაღლების საკვებად გამოყენება აკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება თავდაპირველად ველური ცხოველებით ვაჭრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მიიღო, რადგან ინფექციის გავრცელებას ველური ცხოველების საკვებად გამოყენებას უკავშირებენ. შეზღუდვა არ ეხებოდა კატებსა და ძაღლებს. შენჯენი ჩინეთის პირველი ქალაქია, სადაც აკრძალვა ამ ცხოველებზეც გავრცელდება. შეზღუდვა პირველი მაისიდან ამოქმედდება.

საერთაშორისო ორგანიზაიცების მონაცემებით, აზიის რეგიონში, ყოველწლიურად ერთ მილიონ ძაღლს კლავენ, მათი საკვებად გამოყენების მიზნით.

თუმცა, როგორც „ბიბისი" წერს, ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენება ჩინეთში ფართოდ გავრცელებული არ არის. ჩინეთის მოქალაქეების უმეტესობა არასდროს გაუსინჯავს ძაღლის ხორცი და მათ ამის სურვილი არ აქვთ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×