რეზონანსი
02.04.2020

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა განმარტავს, რა შემთხვევაში ექნება სამშენებლო კომპანის სამუშაოს გაგრძელების უფლება.

როგორც მინისტრმა განმარტა, საქმიანობის მას შემდეგ მოხდება, რაც კომპანია ყველა სამედიცინო წესს დაიცავს.

„სამშენებლო სექტორი წინა თვეებში იყო ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი სექტორი, სადაც ათობით და ასობით კომპანია ფუნქციონირებდა. ეს არის სფერო, რომელიც მომატებული რისკის მატარებელია.

ამ სფეროში ჩართულია როგორც მსხვილი ინსტიტუციონალური კომპანიები, ასევე არის ბევრი მცირე კომპანია.

მე მინდა მჯეროდეს, რომ ყველა მოახერხებს, რომ დაიცვან ჯანდაცვის მიერ დადგენილი წესები, თუმცა ამისთვის სხვადასხვა დრო დასჭირდებათ. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი.

როგორც კი დავრწმუნდებით, რომ სამშენებლო სექტორი იცავს დადგენილ წესებს, მათი საქმიანობა იქნება დაშვებული. ჩვენ ვიკონტაქტებთ სამშენებლო კომპანიებთან",- განაცხადა ნათია თურნავამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×