რეზონანსი
02.04.2020

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„გუშინ 38 გრადუსი ტემპერატურით, საველე ჰოსპიტალში დედა-შვილი, ბოლნისიდან შემოიყვანეს. მათ დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორის არის 19 წლის ორსული. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ოთხივე ფაქტი, რომელიც დადასტურდა ქვემო ბოლნისში დადასტურდა, არის პირველ ფაქტთან დაკავშირებული, აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიით და კონტაქტებით", - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×