რეზონანსი
02.04.2020

პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის, ამ ღირებულებებს არ ღალატობს - ამის შესახებ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეელიამ, "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"ჩვენ პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის, ამ ღირებულებებს არ ღალატობს. უწმინდესმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა, თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში, ხორციელი საკვების რიგში დგომა რატომ უნდა ეკრძალებოდეს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა. თავისუფლად შესაძლებელია, ჩემი აზრით, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, ტაძარში ჩვენთან იქნება მონიშნული ადგილები და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში", - აღნიშნა კეკელიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×