რეზონანსი
02.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ 7-8 პაციენტი გაეწერება ბინაზე.

„ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, თუმცა დინამიკური პროცესია და უახლოეს დღეებში დაგვემატება ჩვენ გამოჯანმრთელებულები. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება. დაახლოებით 7-8 პაციენტამდე შეიძლება უახლოესი 3 დღის განმავლობაში კიდევ დატოვოს კლინიკა და სრულიად გამოჯანმრთელებულები გაეწერონ ბინაზე, იზოლაციაში “ , – განაცხადა გოგინავამ.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსისგან 22 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 26.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×