რეზონანსი
02.04.2020

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. COVID-19-ით ყო­ველ­დღე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა და იღუ­პე­ბა და გა­საკ­ვი­რი არაა, რომ მსოფ­ლიო შფო­თავს და პა­ნი­კა­შია. კო­რო­ნა­ვირუს­ზე უფრო დაუჯერებელი ამ­ბე­ბიც ვრცელ­დე­ბა.

ამის მა­გა­ლი­თია ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, დინ კონ­ცის რო­მა­ნი, "The Eyes of Darkness“ ("ბნე­ლე­თის თვა­ლე­ბი“), რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­მა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბად მი­იჩ­ნი­ეს, ამ თე­მა­ზე მომ­ზად­და სი­უ­ჟე­ტე­ბი და ისე­დაც შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ უფრო შე­შინ­და.

წიგნ­ში ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღია. რო­მა­ნის გმი­რი, სა­ხე­ლად დომ­ბი, ჰყვე­ბა ამ­ბავს ჩი­ნელ მეც­ნი­ერ­ზე, რო­მელ­მაც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი სა­ხე­ლად "უხან-400“ აშშ-ში ჩა­ი­ტა­ნა. ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ ეს ია­რა­ღი ქა­ლაქ უხან­თან მდე­ბა­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, RDNA-ში შე­იქ­მნა.

რო­გორც CNN წერს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წიგ­ნის 1981 წელს გა­მო­ცე­მულ ვერ­სი­ა­ში, ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღს "Gorki-400" ჰქვია. ია­რა­ღის სა­ხე­ლი ავ­ტორ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეც­ვა­ლა და "Wuhan-400" უწო­და. ამ სა­ხელ­წო­დე­ბით ია­რა­ღი უკვე რო­მა­ნის 1989 წლის გა­მო­ცე­მა­ში გვხვდე­ბა. 

 "ბნე­ლე­თის თვა­ლებ­ში“ ვირუ­სი 100%-ით მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია წიგნ­ში წე­რია, რომ "უხან-400“-ს, სხვა ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რა­ღებ­თან შე­და­რე­ბით, უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს და ვერც ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 24 სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვერ ცო­ცხლობს, უმე­ტე­სო­ბა 12 სა­ათ­ში იღუ­პე­ბა და ის ასი პრო­ცენ­ტით მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია. 

რეალურად, რა თქმა უნდა, კო­რო­ნა­ვირუ­სი ასე­თი არ არის, მაგრამ 40 წლის წინ დაწერილი რომანში მოყვანილი ფაქტების დამთხვევამ მილიონობით ადამიანი შეაძრწუნა.

ამბები

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×