რეზონანსი
03.04.2020

თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, კლინიკაში ორი ახალი პაციენტი შევიდა. ამ ეტაპზე მათი ინფიცირების წყარო უცნობია და შიდა გავრცელებას უკავშირდება. არცერთი მათგანი რუსთავიდან არ გადაუყვანიათ.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 18 პაციენტია, მათგან ცხრა დადასტურებული შემთხვევაა.

„დღეის მდგომარეობით, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან დადასტურებულია ცხრა პაციენტი. დღევანდელი მდგომარეობით, დაემატა ორი ახალი შემთხვევა. ორივე პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგი. ამ ორი პაციენტიდან რუსთავიდან არც ერთი არ არის. როგორც მაქვს ინფორმაცია, მათი გადადების წყარო შესწავლილი არ არის", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ერთი პაციენტია საყურადღებო, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა. ხვალისთვის ველოდებით სამი პაციენტის გაწერაზე გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×