რეზონანსი
03.04.2020

გურ­ჯა­ა­ნელ 63 წლის კაკო ჯეირანაშვილს, რო­მელ­საც სო­ფელ კო­ლაგ­ში ტი­ტე­ბის ბაღი აქვს და კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ყვა­ვი­ლებს ვე­ღარ ყი­დის, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ფული შე­უგ­რო­ვეს.

როგორც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მეყ­ვა­ვი­ლეს გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში ტი­ტე­ბის ბაღი აქვს და ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში ჩა­მოჰ­ქონ­და ჩა­სა­ბა­რებ­ლად, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ბა­ზა­რი და­ი­კე­ტა, შე­სა­ბა­მი­სად, ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი ყვა­ვი­ლე­ბის გა­სა­ღე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებს და ტი­ტე­ბი ბაღ­ში უჭკნე­ბა.

სტა­ტია სწრა­ფად გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა 63 წლის მეყ­ვა­ვი­ლის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა მა­რი­ამ ნატ­როშ­ვილ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია წა­მო­ი­წყო "ტი­ტე­ბის კა­ცის" და­სახ­მა­რებ­ლად და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­ბა­ღის შვი­ლიშ­ვი­ლის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"პან­დე­მი­ამ და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ტო­ვა შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე. ძა­ლი­ან ბევ­რი. მაგ­რამ, ეს ამ­ბა­ვი რომ წა­ვი­კი­თხე, პირ­ვე­ლად ვი­ტი­რე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის მე­სა­მე კვი­რას.

კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი 63 წლის არის, გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ კო­ლა­გი­დან. ტი­ტე­ბის ბაღი აქვს. ყვა­ვი­ლებს გა­ზა­ფხულ­ზე ბა­ზარ­ში აბა­რებს ხოლ­მე. ეხლა ბა­ზა­რი და­ი­კე­ტა და ყვა­ვი­ლე­ბი ვე­ღარ­სად ჩა­ა­ბა­რა. სულ 2000 ლა­რის ყვა­ვი­ლე­ბი აქვს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ვარ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და რომც და­ეხ­მა­როს სა­ხელ­მწი­ფო მცი­რე მე­წარ­მე­ებს, მე ვერ მოვ­ხვდე­ბი მათ რი­გებ­შიო - ეუბ­ნე­ბა რე­პორ­ტა­ჟის ავ­ტორს, გი­ორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი.

ისე ყვე­ბა თა­ვის ყვა­ვი­ლებ­ზე, ისე ამ­ბობს "ასე გა­ფუჭ­დე­ბა და და­ჭკნე­ბა ჩემი ყვა­ვი­ლე­ბი", ვკი­თხუ­ლობ და ვკვდე­ბი. ჩემი ყვა­ვი­ლე­ბიო, რო­გორ უყ­ვარს თა­ვი­სი გაზ­რდი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი, რომ­ლი­თაც ოჯახს არ­ჩენს.

გი­ორ­გი ალა­დაშ­ვილ­მა ნო­მე­რი მომ­ცა, და­ვუ­რე­კე და ვე­ლა­პა­რა­კე, ისე ჩა­მო­დით და წა­ი­ღეთ ფული არ მინ­დაო. სახ­ლი­დან არ გავ­დი­ვარ და ვერ ჩა­ვალ რომ წა­მო­ვი­ღო ეს ყვა­ვი­ლე­ბი და სახ­ლებ­ში ჩა­მო­გი­რი­გოთ.

ჰოდა, აი ან­გა­რი­შის ნო­მე­რი, შვი­ლიშ­ვი­ლის ან­გა­რი­შია, რამ­დე­ნიც შეგ­ვიძ­ლია იქ­ნებ ჩა­ვუ­რი­ცხოთ და ტი­ტე­ბი დავ­პოს­ტოთ ჩვენ კედ­ლებ­ზე. მეყ­ვა­ვი­ლე კა­კოს კი ვთხო­ვოთ, რომ ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხის ტი­ტე­ბით სახ­ლი მორ­თოს, ან მე­ზობ­ლებს და­უ­ტო­ვოს ეზო­ებ­ში ან არ ვიცი, მო­ვი­ფიქ­როთ ერ­თად.

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი "თი­ბი­სი ბან­კში":

GE62TB7096445061100088

მიმ­ღე­ბი: ნანა ბეჟაშ­ვი­ლი (კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი)" - დაწ­რა "ფე­ის­ბუქ­ზე" მა­რი­ამ ნატ­როშ­ვილ­მა.

მისი იდეა ასო­ბით ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აი­ტა­ცა და პირ­ვე­ლი შე­დე­გიც სა­ხე­ზეა - რო­გორც ირ­კვე­ვა, თან­ხა შეგ­როვ­და, ამ ეტაპ­ზე 5000 ლარ­ზე მეტი.

"კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვილს ვე­ლა­პა­რა­კე. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რი­ცხავ­სო... ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია, დღეს რა სი­ხა­რუ­ლიც მო­მა­ნი­ჭეთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე იყა­ვი­თო. როცა სახ­ლე­ბი­დან გა­მოხ­ვალთ, ბაღ­ში მეს­ტუმ­რე­თო" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანა ხო­ნე­ლი­ძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×