რეზონანსი
03.04.2020

„რამ შეგაშინათ ქართველებო როდის იყო ქართველი ვაჟკაცი სახლში იმალებოდა, რა გჭირთ ესე როგორ დაიხიეთ უკან", - ამის შესახებ ფეისბუქზე მამა გაბრიელი (ქაჯაია) წერს.

"გულსატკენი ინფორმაცია გავიგე ვიცე-პრემიერმა განაცხადა რომ აღდგომის ღამისთევას არ დაესწრება და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს.

აღდგომა არის დღესასწაულთა დღესასწაული რომელიც ეკლესიაში აღინიშნება ღამისთევით ამას ვრავინ ვერ შეცვლის. ქუჩაში და ტრასაზე რო უსინჯავთ ხალხს სიცხეს დააყენეთ ეკლესიის ალაყაფის კარებთან ეგრეთწოდებული სიცხის ამზომვები და ვისაც ექნება სიცხე მიაბრუნეთ სახლში.

ვიღაც შესაძლო ვირუსის მატარებელი ადამიანის გამო ყველა გავჩერდეთ და ბუზები ვითვალოთ სახლში? რამ შეგაშინათ ქართველებო როდის იყო ქართველი ვაჟკაცი სახლში იმალებოდა, რა გჭირთ ესე როგორ დაიხიეთ უკან. ქართველი კაცი სიკვდილსაც არ უშინდებოდა და ვირუსი სიკვდილზე ბევრად სუსტია, განკურნების შემთხვევებიც ხომ გვაქს, გონს მოდით არ ეცადოთ აღდგომის ჩაშლა, ღმერთის გეშინოდეთ ვიდრე დაავადების, გონს მოდით".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×