რეზონანსი
03.04.2020

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან მუდ­მი­ვად ­ის­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე­ე­ბი. ერთ-ერთი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ხელი არ უნდა მი­ვი­ტა­ნოთ თვა­ლებ­თან, რად­გა­ნაც შე­საძ­ლოა, თვა­ლი­დან ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სის გა­და­ტა­ნა მოხ­დეს. რა­ტომ არ უნდა მო­ვი­კი­დოთ თვალ­ზე ხელი, რა­ტომ ით­ვლე­ბა თვა­ლი ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტან ერთ-ერთ ორ­გა­ნოდ და რო­გორ გა­და­დის თვა­ლი­დან ორ­გა­ნიზ­მში ინ­ფექ­ცია? ამა­ზე კლი­ნი­კა „ახა­ლი მზე­რას“ ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი ია ვარ­და­ნაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

"თვა­ლი ერთ-ერ­თია იმ ორ­გა­ნო­თა­გან, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდეს, ვი­ნა­ი­დან მუდ­მი­ვად ხდე­ბა მისი ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის შე­ხე­ბა ატ­მოს­ფე­როს­თან, იქ, სა­დაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი ვირუ­სი და ბაქ­ტე­რია. ბაქ­ტე­რი­ე­ბი ატ­მოს­ფე­რო­დან თვალ­ში ხში­რად აღ­წე­ვენ. მაგ­რამ ორ­გა­ნიზმს აქვს იმუ­ნი­ტე­ტი, კერ­ძოდ, ცრემ­ლი შე­ი­ცავს ისეთ კომ­პო­ნენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ბაქ­ტე­რი­ებს უვ­ნე­ბელ­ყოფს და აღარ აძ­ლევს ორ­გა­ნიზ­მში გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. თუმ­ცა, კო­რო­ნა­ვირუ­სი არის ის ახა­ლი შტა­მი, რომ­ლის მი­მარ­თაც ჯერ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს იმუ­ნი­ტე­ტი არ აქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ არის ის სა­ში­ში.

ვირუაი  თვა­ლი­დან საც­რემ­ლე არ­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­დის ჯერ ცხვირ­ში, შემ­დეგ ცხვირ-ხა­ხა­ში, რის შემ­დე­გაც ბაქ­ტე­რია ფილ­ტვებ­ში ინაც­ვლებს და გარ­თუ­ლე­ბის სა­ხით იძ­ლე­ვა პნევ­მო­ნი­ას (ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას).

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე და ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზის მომ­ხმა­რებ­ლებ­მაც. უფრო მკაც­რად უნდა და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი ლინ­ზე­ბის ჩას­მი­სა და ამო­ღე­ბის დროს. მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ გლა­უ­კო­მით და­ა­ვა­დე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მაც, ვი­ნა­ი­დან მათ ყო­ველ­დღი­უ­რად უწევთ ერთ ან მეტ­ჯერ ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი წვე­თე­ბის ჩაწ­ვე­თე­ბა. ამი­ტომ ჩაწ­ვე­თე­ბის წინ სა­გულ­და­გუ­ლოდ უნდა და­ი­ბა­ნონ საპ­ნით ხე­ლე­ბი", - განუცხადა "ამბები.ჯი"-ს ოფთალმოლოგმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×