რეზონანსი
04.04.2020

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის ინფექციით 10 პაციენტია მთავსებული, რომელთაგან 2 არის ახალი პაციენტი.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, დამატებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი სრულწლოვანია, ხოლო მეორე არასრულწლოვანი - 13 წლის მოზარდი.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, კლინიკიდან დღეს გაეწერება 1 პაციენტი, ხოლო დღესვე კვლევაში ჩაერთვება 4 პაციენტი და მათი პასუხები ხვალისთვის იქნება ცნობილი.

„დადასტურებული დიაგნოზით, 10 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთი პაციენტი კი მეტნაკლებად საყურადღებოა. ხოლო დანარჩენის მდგომარეობა სტაბოლურია. სასწრაფო დახმარების ექიმის შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა, დანარჩენი სამედიცინო პერსონალის ინფიცირებას ჩვენთან ადგილი არ აქვს.

ჩვენთან სულ არის სამი არასრულწლოვანი პაციენტი, მათგან ერთი არის ახალი შემთხვევა. მასთან მიმართებით ქვეყნის შიდა გადაცემასთან გვაქვს შემთხვევა, მას ოჯახის წევრისგან გადაედო", - განაცხადა სოლოღაშვილმა და აღნიშნა, რომ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×