რეზონანსი
04.04.2020

ბათუმში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. როგორც ქალაქის მერიაში განაცხადეს, ბაზარში იყო ხალხმრავლობა, ვერ ხერხდებოდა წესების დაცვა და სწორედ ამიტომ მიიღეს დახურვის გადაწყვეტილება.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და რეკომენდაციით, ჩვენს მიერ დახურული იქნა ქალაქ ბათუმში არსებული ყველა აგრარული ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რათა არ მოხდეს მოქალაქეების შეკრება. ყოველდღიურად იყო ხალხმრავლობა. მოვუწოდებდით მოსახლეობას დისტანციას და წესების დაცვას, თუმცა ვერ ხერხდებოდა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აქვე გეტყვით, რომ ყოველდღიურად ხდება ყველა მაღაზიის შემოწმება. მოწმდება, ასრულებენ თუ არა ისინი დადგენილ წესებს. უნდა იყვნენ ხელთათმანებით, პირბადეებით, უნდა უტარდებოდეთ თერმოსკრინინგი და ჰქონდეთ სადეზინფექციო ხსნარები", - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილე ნოშრევან საგუნაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×