რეზონანსი
04.04.2020

აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლამდე ქალი, ერთი კვირის წინ თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსისთ ინფიცირებული ქალი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და იგი კლინიკაში ტემპერატურის მატებით მოათავსეს.

ზაალ მიქელაძის თქმით, კლინიკა "მედალფაში" 8 ინფიცირებულს მკურნალობენ.

"ბოლო დღე-ღამის მანძილზე 35 პირზე პასუხი უარყოფითი მოვიდა და ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს - ეს არის საკარანტინო ზონიდან. მოქალაქეს მორიგი თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა, აუღეს კვლევისთვის ბიოლოგიური მასალა და მას "კოვიდ 19" დაუდასტურდა. კლინიკა "მედალფაში" ამ ეტაპისთვის 8 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მოქალაქე თურეთიდან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა, მას საბაჟო კონტროლისას ტემპერატურა არ ჰქონდა, თუმცა საკარანტინო ზონაში მაინც გადაგვყავს ასეთი მოქალაქეები. დაახლოებით 60 წლამდე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობისაა", - განაცადა ზაალ მიქელაძემ.

მიისვე თქმით, საერთო ჯამში, 2000-ზე მეტი მოქალაქეა საკარანტინო სივრცეში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×