რეზონანსი
04.04.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირისუსი 157 შემთხვევიდან 99 პროცენტ შემთხვევაში ინფიცირების წყარო და ვირუსის გავრცელების ჯაჭვი ცნობილია.

„იმ 157 შემთხვევაში, რაც დღეს ქვეყანაში არის, 99 პროცენტი ჩვენთვის ამ შემთხვევების წარმომავლობა და ჯაჭვი გავრცელებისა, ცნობილია. ჩვენ ვსაუბრობდით 2-3 შემთხვევაზე, შემდეგ იმ ერთზეც გავედით. უმრავლეს შემთხვევაში ხაზს ვუსვამ ჩვენ გასული ვართ პირველ წყაროზე. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც უფრო მოზრდილი კლასტერებია და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რომ პირველ წყაროზე გავიდეთ, თუმცა ქვეყანაში შიდა გავრცელების, ანუ დაუდგენელი წყაროს მიერ გავრცელების შემთხვევები გვაქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსთავშიც გახდეს საჭირო იმ ღონისძიებების გატარება, რაც მარნეულსა და ბოლნიში, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ვითარებას აკვირდებიან.

„ვაკვირდებით სიტუაციას, რუსთავშუ ყალიბდება კლასტერი და ამ გადაწყვტილებებს იცით, იღებს საკოროდინაციო საბჭო შესაბამისი ანალიზის საფუძველზე", - დასძინა გამყრელიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×