რეზონანსი
04.04.2020

16 წლის ზუგდიდელმა მოზარდმა ბექა შეროზიამ, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად „მესენჯერში" „ჩატბოტი" გააკეთა.

„ბექმედი არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება COVID 19 თან ბრძოლაში, მას შეუძლია მომხმარებელს მიაწვდინოს კორონავირუსის სტატისტიკა, ასევე გარკვეულ კითხვებზე დაყრდნობით გამოთვალოს კორონავირუსის ალბათობა პროცენტულობით, მას შეუძლია ახლომდებარე აფთიაქების, საავადმყოფოების თუ სასტუმროების მოძიება, ასევე შეუძლია თარგმნა, ფოტოების ან ვიდეოების შენახვა უსაფრთხოდ და ამინდის პროგნოზი, ასევე მას აქვს პარამეტრები და სხვა.​

ბექმედის ფეისბუქ გვერდზე უნდა შეხვიდეთ და მიწერის ღილაკს უნდა დააჭიროთ რათა მომხმარებელი გახდეთ. ადამიანების დასახმარებლად განკუთვნილ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა დავიწყე ნახევარი წლის წინ და კორონა ვირუსის ალგორითმზე მუშაობა დავიწყე დაახლოებით ერთი თვის წინ",-ამბობს ბექა.

მოზარდი ამბობს, რომ პროგრამაზე ნახევარი წელი მუშაობდა. „მონახაზი მქონდა, მსგავსი სისტემის დიდი მოთხოვნა იყო ხალხისგან და მეც შევქმენი".

თავდაპირველად ბექამ, 13 წლის ასაკში „ბექბოტი" შექმნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×