რეზონანსი
05.04.2020

81 წლის ქალის შვილიშვილი, ნიტა ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ბებია კლინიკაში გადაყვანამდე, 11 მარტის შემდეგ სახლიდან არსად გასულა. ნიტა ხაბეიშვილი ამბობდა, რომ ძალიან ნაკლები შანსი იყო, რომ მისგან ინფექცია ვინმეს გადასდებოდა, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში, ოჯახს სხვა ადამიანებთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონია.

„ოთხშაბათს, დილას დაუდასტურდა ბებიაჩემს კორონავირუსი. მიუხედავად იმისა, რომ ვერ იტანს ვერც გუდე და ვერც მე მსგავს საჯარო მიმართვებს, სამწუხაროდ, მომიწია. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ექიმებს.

რაც შეეხება შემდეგ საკითხს, იმაზე თუ ნერვიულობთ ვინმე, რომ ჩვენგან ვინმეს კორონავირუსი გადაგედებოდათ, დაგამშვიდებთ და გეტყვით რომ არა. აი რატომ - მოგეხსენებათ დაავადება გადამდებია სიმპტომის გამოჩენამდეც 48 საათით ადრე, მაგრამ:

1. ბებიაჩემი 11 მარტიდან სახლშია და ოთხშაბათს გადაიყვანეს კლინიკაში ამიტომ გარე კონტაქტი არავისთან არ ჰქონია.

2. მე სახლში ვარ 15 მარტის შემდეგ და დღემდე არანაირი სიმპტომი არ მაქვს, ამიტომ ერთადერთი ვისაც შეიძლება რამე გადავდო ისევ ჩემს მშობლებს.

3. ჩემი მშობლები სახლში არიან სამშაბათის შემდეგ და დღემდე არცერთ მათგანს არ აქვს სიმპტომი.

ასე რომ, თუ რომელიმეს რამე სიმპტომი გამოგვივლინდება და კორონავირუსი დაგვიდასტურდება, თქვენის ნებართვით, ამას საჯაროდ აღარ გავახმოვანებ და მშვიდად გადავაგორებთ ამ ვირუსს მთლიანი ოჯახი ყოველგვარი პანიკის გარეშე. მადლობა", - წერდა ნიტა ხაბეიშვილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო გარდაცვლილია 2 ადამიანი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×