რეზონანსი
05.04.2020

ქალი, რომელიც მარნეულის კლასტერს უკავშირდება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში კლინიკიდან გაეწეროს.

აღნიშნულის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან არის მოხსნილი.

"ქალი, რომელიც მარნეულის კლასტერიდან არის შემოყვანილი, მისი მდგომარეობა შემოყვანისთანავე ჩვენს მიერ ფასდებობა როგორც კრიტიკული მდგომარეობა. ჩატარებული მკურნალობის შედეგად ამ ეტაპზე პაციენტი მოხსნილია სასუნთქი აპარატიდან, გაუმჯობესებულია ყველა ვიტალური ფუნქცია და იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. დღეს განმეორებით ავიღეთ ნაცხი, თუ მივიღეთ დადებითი ორჯერადი პასუხი ქალბატონი კლინიკადან გაეწერება", - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ლევან რატიანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×