რეზონანსი
05.04.2020

სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა წინამღვარმა იოანე მჭედლიშვილმა ჩააატარა. მისი თქმით, კორონავირუსის სახით კაცობრიობას განსაცდელი ღმერთმა მოუვლინა.

„ადამიანები ერთი და იმავე ნაყოფიდან ზოგი კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ზოგი ბოროტს. ყველას აქვს შესაძლებლობა, დაფიქრდეს - რატომ ხდება ეს განსაცდელები, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან. ეს განსაცდელი იმისთვის არის, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს. ღმერთმა ინებოს, ეს განსაცდელი მალე დასრულდეს და ვიცხოვროთ კეთილად", - ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.

მრევლი კი ამბობს, რომ ისინი ისე იმოქმედებენ, როგორი კურთხევაც ექნებათ - მათი თქმით, ტაძრებში მხოლოდ ის ხალხი არ უნდა მივიდეს, ვისაც სიმპტომები აღენიშნება.

„ვერ მივადევნებ მსახურებას სახლიდან, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ხელისუფლება გვეუბნება. ვისაც სურდო აქვს, ის ნუ მოვა. სამყარო მაინც სუნთქავს და განაგრძობს ცხოვრებას", - ამბობენ წირვაზე დამსწრეები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კარანტინის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.

მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიისა საპატრიარქომ ტაძრებში ზიარების წესი არ შეცვალა, თუმცა მოგვიანებით პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს და სასულიერო პირებს მიმართა. პატრიარქის თქმით, ეკლესიის კარის დახურვა შეუძლებელია. მან საზოგადოებას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა, ხოლო სასულიერო პირებს ტაძრებსა და მონასტრებში განთავსებული ხატების ხშირი გაწმენდა ურჩია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×